გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

კახა მჭედლიძე - ლექსები

***
რითმას უძიროს ურჩი კალამი
მოხაზავს მჭახედ,
მშვიდობის ნიშნად თეთრი ალამი
ფრიალებს მახედ.

აზვირთებული ფიქრის გორგალი
იღვრება მელნად.
უიმედობა ჩემში მოვკალი,
იქცევა ფერფლად.

პროფილს ალმაცერს შიშნარევი
მზერა მივმართე...
სიტყვის სალაშინს ნაჩქარევი
ნება ვერ დავრთე.

არქაულ პათოსს დავეძალე,
ეშხით დამათრო,
მიწიერ ფიქრებს გავეცალე,
მეყო ალბათ დრო.

გასხივოსნების ბოლო აკორდი
მომესმა ყრუ ხმად.
ლოდო, გულიდან მიწად დაგორდი,
მერგე ტკბილ ლუკმად...

იყოს აქ ლხინი ტკბილხმოვანი
იმედის ცეცხლად,
სიტყვა და ლექსი სახელოვანი
მიყვარდეს ცოცხლად.

კვლავაც აივსო ფურცლების კიდე
სიამით რითმის,
ლექსებს შვილივით ხელი ჩავკიდე,
გამექცა თითქმის...






***
კოსმიური ეს სტიქია
ფეთქავს დედამიწაზე...
გონივრული ეს ფიქრია
აღიბეჭდა ნიშანზე...
ბოჰემური იდილია
ისევ გაფართოვდება,
პოეტური ჭიდილია,
სუსტად მიახლოვდება...
ვიცი, ასე უბრალოდ
გამორკვევა ძნელია,
ვიცდი, ასე უგვანოდ,
რიგი ისევ გრძელია...
გაჭედილი დაღლილია
აზრი საღად სათქმელი,
აღბეჭდილი დაშლილია
წერტილი დასასმელი...
დანებდება ურჩი ეგო
თავზე ძალდატანებით,
აშენდება მე რაც მერგო
ბედისწერის წესებით...
მოვითხოვე გასამრჯელო
ადრეული მიზნების,
მოვიპოვე სადამსჯელო
ნაადრევი ფიქრების...
აღუსრულებს დანაპირებს
ზეცა თავის ქვეშევრდომებს,
დაუბრუნებს, არ ივიწყებს,
მცირეოდ დროს მოანდომებს...
ეგზოტიკურ, გენიალურ
ფანტაზიას ვეძლევი,
ჰეროიკულ, სპეციალურ
პერსონაჟებს ვეხვევი...

ვნატრობ, ლოცვას ვაძლიერებ
ყოვლისშემძლე სიტყვებით,
ვატყობ, ფიქრს ვაცარიელებ
უჩვეულო რითმებით...





***
სიტყვებს მივაბამ ტექსტებს,
ემოციები ხელოვნურია...
აქამდე დაწერილ ლექსებს
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

ჭეშმარიტების დადგა კრიზისი,
ემოციები ხელოვნურია..
ლეგენდად იქცა ახლა სინდისი,
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

ცისარტყელამ კვლავ ფერი იცვალა.
ემოციები ხელოვნურია..
უფლის სახელით ვინც რა ინატრა,
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

კლასიკურია ოხვრა-გოდება.
ემოციები ხელოვნურია..
სიზიფეს ლოდი ისევ გორდება,
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

ისევ მუსიკა თუ შთამაგონებს...
ემოციები ხელოვნურია..
კარგის მთქმელსა და კარგის გამგონეს,
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

დრო თავის ნიშანს მაინც დატოვებს.
ემოციები ხელოვნურია..
მამა შვილს თავის ფიქრებს აწონებს...
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..

მიმოვიხედე, გზა დავინახე.
ემოციები ხელოვნურია..
ჩემი აზრები არ შევინახე.
გონების გავლით ცხრა მთა უვლია..
სად არ უვლია, გადაუვლია.
გონების გავლით ცხრა მთა უვლია...





***
კვლავ მშვიდად ვარ,
ვაკონტროლებ სუნთქვას,
კვლავ არ ვღელავ
და ვბედავ ამის თქმას.

რა შემთხვევით იბადება
თუნდაც ერთი კაცი!
დროში მალე იკარგება
განტევების ვაცი.

ანათებდა ბრილიანტი
ჩამალული სიღრმეში,
დაიღვარა სითხე ბლანტი
ზრდასრულობის სივრცეში.

დაფარულის წვდომა თურმე
ადრეული არ ყოფილა,
ჭეშმარიტების მეურმე
აქვე, ჩვენს გვერდით შობილა..

ბუნებრივი სიმფონია
ჰარმონიად ვლინდება,
ზეგავლენა იქონია,
მოსმენა არ მწყინდება.

დახარბდება კაცის გული
მოჩვენებით სიცხადეს,
გამომხმარი, სუსტი სული
ფრთას რომ არ შეისხამდეს.

საამოა მთის ნიავი
ფიქრის ალს რომ ანელებს,
საფრთხილოა მზერა ავი,
ყოფას უფრო აძნელებს.

უაზროა სინანული
მხოლოდ სიტყვად ნათქვამი,
გაუნდობი სიყვარული
ცოცხალი და თან გვამი.

კრთება სხივი ერთადერთი
გრძელი გვირაბის ბოლოს,
მოწყალეა კვლავაც ღმერთი,
მადლი მუდამ გამაყოლოს.

ანათებდა ბრილიანტი
ჩამალული სიღრმეში,
დაიღვარა სითხე ბლანტი
ზრდასრულობის სივრცეში...








აბდა-უბდა

პირით სიტყვა
გულით ითქვა
სულის ნადებს
სულ აცხადებს.
ჭიქას დალევს,
ფიქრებს ამრევს
მოიშორებს
გონს რომ აბნევს..
შვებას იგრძნობს
სრულად თითქოს
მხნეობისთვის
ძალებს იხმობს..
დროის გაჩერება უნდა
არ ფიქრობდა სხვაზე,
ახლა ეს სურდა..
ბოღმა მოდის
ჩქარა მოდის,
საღი ფიქრი
არ გამოდის.
წვეთი ბოლო
სრულად ავსებს
მისი სოლო
ფინალს აღწევს...
დათრგუნული აქვს გონება,
არ უნდა არაფრის გაგონება,
არ ესმოდა მისი სხვას,
იყო ჩუმად, არ იღებდა ხმას..
ნაზლევი აქვს დადებული,
თავზე ხელი აქვს აღებული,
სული „ზალოკში“ აქვს ჩადებული.
სულ ერთია უკვე მისთვის
იცხოვროს? მაგრამ რისთვის?!..
მერე კიდევ აფეთქდება
ატომური ბომბივით,
კისერს მოხრის, იღრიალებს
აფრიკული ლომივით..
სული ბორგავს,
ნერვი ტოკავს
კონტროლს კარგავს,
თავს ვერ თოკავს,
ბორძიკ-ბორძიკ,
ანჩალ-ბანჩალ
მიდის-მოდის
-ის კი არ ჩანს.
წავა, მოვა
ბრაზი დიდი,
არ გამოვა აზრი მშვიდი..
დაებინდა უცებ ტვინი,
შვება იგრძნო,
ჩაეძინა, როგორც ჩვილი...

2014 წელი.






თავისუფლება

ჩემს ოცნებებს ცეცხლი წვავს,
ცეცხლი შლის.
რელობა ხორცშესხმული
მარდად ფრთებს გაშლის...
სიმამაცეს მთავაზობს
და ჩემში შიშს წაშლის,
გაცხოველებული სული
თავისუფლების სურვილს აშლის.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ
თავისუფლებას მსხვერპლი უნდა
მშობლიური, ახლობელი,
აქამდე რომ გულში ქუხდა,
ახლა ის ჰგავს მტაცებელ მხეცს,
მსხვერპლის სისხლისსმა რომ სწყურდა,
ერთი ტორის დარტყმით
შუაში გაგლეჯვა რომ სურდა...
ჩაგჭიდებს თავის კლანჭებს
და მარდად მოგიქცევს მუჭში,
-ჩემი ხარო დღეიდან -
ჩაგჩურჩულებს ჩუმად ყურში...
თვალდახუჭულს, ცრემლმორეულს
თავისუფალს, აქამდე გაყინული,
ცივი სისხლი გაგილღვება გულში.
დაგავიწყდება შენი თავი,
აქამდე ვინც იყავი წარსულში,
გახსენდება, რომ ამბობდი
-სისხლს დავღვრიო ამისთვის -
იმ ამაღელვებელი წუთისთვის,
თუნდაც წამისთვის, ამას გააკეთებდი მხოლოდ
საკუთარი თავისთვის...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
იქ, სადაც თავისუფლება სუფევს.
აქ შეგიძლია მიაგნო
შენში აქამდე უცნობ კუთხეს...

2014.


скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge