ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ფიქრია ჩუბინიძე - ლექსები
ყვავილები
ეს ყვავილები, ჩემს მაგიდაზე,
რომ მოეფინა სევდის ბლონდებად,
ვხედავ და მაინც, თქმა ვერ გავბედე,
რომ ლამაზ სიზმრად მომაგონდება...
მომაგონდება ღრუბელთა ტევრში,
დაკრეფილ ცრემლის იაგუნდებად
და თეთრი თმების ჩრდილში მითვლემილ
გზებად, უკან რომ აღარ ბრუნდება...
მომაგონდება დაკარგულ გულით
და ოცნებების ძველი ლანდებით...
წამით, როდესაც ხარ ბედნიერი,
მაგრამ იცი, რომ მაინც ღამდები...
ოჰ, ყვავილები, ეს ყვავილები,
გადაპენტილი ფიქრების თოვად
და ეს მაგიდაც, სისავსე ფერთა,
მშვენიერების გრძნობათა გროვად...
მომაგონდება და შეირხევა
გარეთ ნაძარცვი ქარით ფიჭვები
და გაეხსნება ძარღვი ჭრილობას,
სავსე ტკივილით, სავსე იჭვებით!
მოდის ფიქრებიც მერე ჭკნებიან,
ვით ყვავილები აქ გაპნეული...
მეც, ამ ყვავილთა ერთი ღერო ვარ,
დროის ხლართებში გზააბნეული!
2021 წ.
ალბათ
შენ ალბათ მეტყვი,
რომ არის გვიან,
რომ დრო, მეწყერი,
თავისას იზამს...
წლები, ვით ფოთლებს,
ჩვენს ფიქრებს ჰგვიან,
ჩვენს მიუღწეველ ოცნებას, მიზანს!
შენ ალბათ მეტყვი,
რომ არ გაქვს ძალა,
რომ თვალებს, ძველი,
ჩაუქრა ბრწყინვა
და ვით ხერხემლის გამტყდარი მალა,
ჩემი ტკივილის ტკივილი გტკივა...
შენ ალბათ მეტყვი,
რომ წახვალ მარტო,
რომ ჩემგან წასვლა
ყველა დარდს მოსრავს...
მერე რა, რომ ძველ სიყვარულს ვნატრობ,
გულს რომ გრძნობათა ხავერდით მოსავს!
შენ ალბათ მეტყვი,
რომ იგრძენ დაღლა,
რომ ტანჯულ სულის
კურნება გინდა
და ვით ფრინველი, მიილტვი მაღლა,
რომ ცაში ჰპოვო ადგილი წმინდა...
და ალბათ ბოლოს,
ვიტყვით ორთავე,
რომ ყველაფერი ამაო არის!
მერე, ყვავილთა ზეწრით მოგვრთავენ
და... ვით ამაოს, ჩვენც გაგვკრეფს ქარი!
2021 წ.
ფიქრიადა
მიდის დღეები უქარაგმო, დარდით ნაფენი
და ეს სიცოცხლეც, ცისკენ მიჰქრის ზანტი რონინით...
ჩნდება დაისი, ბროწეულის ფერით ნაფერი
და როგორც მთვარე, ვარ დაღლილი მეც მოლოდინით...
ბერწ წუთებს აკრთობს ყოფა, როგორც ნელი ნიავი,
ვეღარსად ვპოვე თავშესაფრად სულის კარავი...
აწვიმს ლურჯ ველებს, ყაყაჩოებს, ჟამი სიავით
და მეც, ნუგეშის მომცემელი არ მყავს არავინ...
შენ კი არ ჩანხარ, უსაზღვროა ჩემი წუხილი!
ღამის ბინდებით იჩრდილება ნუშის რტოები...
მესმის, ვით რეკვა კურანტების, ვით ცის ქუხილი,
რომ შორს ხარ ჩემგან, ვით მყინვარი, განმარტოებით...
მიდის დღეები და მაღელვებს ქროლვა წამების,
ცრემლების ზღვაში მეც ვეშვები სევდის ნავიდან...
ითოვებს ღამე, ოცნებებით განაწამები
და შენზე ფიქრი შემამცივნებს ისევ თავიდან...
2021 წ.
იქ, სადაც ძველი დაჰქრის ლანდები
ახლა გავყურებ სივრცეს შორეულს,
იქ, სადაც ძველი დაჰქრის ლანდები,
ვიმშრალებ თვალებს, ცრემლებმორეულს
და ჩამავალ მზის სევდით ვღამდები...
რუხი ღრუბლები, როგორც ფარისი,
ცის ფოლიანტებს ისევ თარეშობს,
იყივლებს გრძნობა სულის მხარეში
და ღამე ისევ ახალ მთვარეს შობს...
მე კვლავ ეს ცა და ლექსი მალაღებს,
ვით ნაჰაშიშარს მირევს გონებას
და როგორც ქარი თელავს ბალახებს,
მეც ასე ვთელავ ბევრ მოგონებას...
მას კი, ასე ჩუმს, ასე შორეულს
ეჩურჩულება თრთოლვით ვერხვები
და ლანდად, მისი სულის ორეულს,
კვლავ უსასოო ფიქრით ვეხები...
2021 წ.
მარტოობის ღამე
ახლა სული მარტოობის ტკივილს იტანს,
კვლავ სისხლი მსდის სილაგაწნულ ლოყიდან...
ღამეც, ალბათ, ბროლისთვალა ცრემლს მომიტანს,
ცხოვრებამ რომ ოქროს ფასად მომყიდა...
ცის გუმბათზე, უფლის სახის ნათელივით,
მთვარის მკრთალი კელაპტარი ენთება
და ხატის წინ მოლაციცე სანთელივით,
გულში შენზე ფიქრი დამეღვენთება...
სიმარტოვე, როგორც მუმლი მომეფინა
და ცრემლებიც ვერ მიშუშებს იარას.
როცა ვცადე ყველა ჭირი მომეთმინა,
ბედისწერამ კარზე ჩამომიარა...
ახლა ფიქრი, სულის ძველი დოსტაქარი,
გულის ძარღვებს სევდის ძაფით მიკერავს
და მთებიდან მოვარდნილი ცივი ქარი
მონატრების მარაოთი მიბერავს...
მეწვის სული, ტკივილების დამთმენელი
და ღაწვები, სისხლის ფერით ნაფერი
და ოცნება, ცამდე ნისლის გამფენელი
და ეს ღამეც, ნაბადივით ნაფენი...
ახლა, სული მარტოობის ტკივილს იტანს...
კვლავ სისხლი მსდის სილაგაწნულ ლოყიდან
და ეს ღამეც, ცრემლის გუნდა დარდს მომიტანს,
ცხოვრებამ რომ ოქროს ფასად მომყიდა.
2021 წ.
შენზე ფიქრში
არ იქნება შენზე ფიქრში ღამე რომ არ გავტეხო,
ჩემი სულის მონახევრევ, ჩემი გულის ნატეხო...
ხან მზის სხივებს გისახსოვრებ, ხანაც მთვარეს გონიოს,
ერთი წუთიც არ გაკრთება, რომ არ მოგიგონიო.
უსაშველო მონატრება ისევ სევდას მპირდება...
გაზაფხულის ყვავილებზე მზე კოცონად ინთება.
რა ვისურვო, გრძნობის ძველი გაკაფული ახოდან,
იქნებ ღმერთმა მეც განმკვეთოს სულის სამოსახლოდან...
ახლა სად ხარ, ამას ვდარდობ, სევდის ნისლით ვირთვები...
სასთუმლის ქვეშ გადავმალე ცრემლი, ჩემი მზითვები.
ავ დროების ქარიშხლები ჩუმად რომ დავითმინე
და ის ღამეც, შენი წასვლით, გული რომ ავიტკინე...
ახლა ბანგით მოგონების შევსვი სავსე ფიალა
და ხანდახან, მეც კი ვთვრები, სულ ყოველდღე კი არა...
არ მაკვირვებს, რად ტირიან გაზაფხულზე ვაზები,
ან მთა-გორებს რად მოსავენ დროთა ფიანდაზები?!
მხოლოდ ერთი ვერ გავიგე წუთისოფლის მიზანი!
ვერ გამოვდექ შენი ფიქრის შემცნობელი მისანი
და ვერც წლები შევაჩერე, განაქროლი ქარივით...
ვერც მაგ გულში შეგეხიზნე ანთებული კვარივით!..
ვერც ვარსკვლავზე ვერ აღვმართე ოცნებების კარავი,
ვით მათხოვარს, სიყვარულიც მიწყალობა - არავინ!
ატმის რტოზე კვირტი სკდება, მზე ინთება ალებით,
მე კი ისევ ფიქრში გეძებ, მომლოდინე თვალებით...

ახალი სტატიები
ლეილა მესხი - ,,თეთრი დუქანი“ 00:38ვლადიმერ ნაბოკოვი - მძიმე ბოლი (თარგმანი - ნანა გაბადაძე) 00:31ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი 00:36ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან 23:50კარლ გუსტავ იუნგი - „ულისეს“ მონოლოგი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 21:13ქეთევან ნათელაძე - ლექსები 20:54დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე
ლანა ბიბილურიძე - ინტერვიუ პოეტ ზაალ ჯალაღონიასთან
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი
ნინო დარბაისელი - ლექსები
ავთანდილ ნიკოლეიშვილი - იზმირის ქართული მონასტერი
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*