გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ამირან ფანცულაია - სალამურა და ველური კაცი



ნაწყვეტი ისტორიულ-დეტექტიური რომანიდან - ,,სალამურა და ველური კაცი“



გათენებას ერთი საათი აკლდა, რომ რომანას გამოეღვიძა, საწოლიდან წამოდგა, გახედა მისი მეგობრის საწოლს, ჯეირანისა. ის საწოლში არ იყო, ამდგარიყო და გასულიყო მეგობრების საპატივცემულოდ. ის იმათთან დაწვა. რომანი ადგა, ჩაიცვა და გავიდა პირსაბანში ხელ-პირის დასაბანად. კარში არ იყო გასული, რომ მეორე სტუმარსაც გამოეღვიძა და რომანას გასძახა:
სტუმარი. ძმაო, სად მიდიხარ ასე ადრე? ჩვენი მასპინძელი ჯეირანი ამდგარა შენსავით და გასულა, რა ეჩქარებოდა ასე გათენებამდის ადგომა ან მას, ან შენ?
რომანა. ჯეირანი არ ვიცი, მე კი წასასვლელი ვარ და მისთვის ავდექი ასე ადრე, ახლა ხელ-პირის დასაბანად მივალ, დავიბან და ვნახავ იმათ, დავემშვიდობები და წავალ.
სტუმარი. დამაცადე რა, − მეც წამოვალ და ერთად შევიდეთ აბანოში, მეც ხომ წასასვლელი ვარ, აქ ხომ არ დავრჩები. ერთად წავიდეთ, - თქვა და წამოდგა.
რომანა და ის ერთად გამოვიდნენ გარეთ. სამზარეულოდან ისეთი სასიამოვნო სუნი და ორთქლი გამოდიოდა, რომ უცხო კია არა, ოჯახის წევრიც შეჩერდებოდა ცოტა ხნით, შეისუნთქავდა იმ სასიამოვნო სუნსა და ორთქლს, ისიამოვნებდა იმათი სუნით და წავიდოდა.
ორივემ ერთხმად.
აი, რაში ყოფილა საქმე, რისთვის ამდგარა ეს ჩვენი ძვირფასი მეგობარი და მასპინძელი ასე ადრე? ასეთი ადამიანები ამ ხნისა ვართ და არ გვინახავს, თუმცა ეს ხომ ვალია, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ და ვცეთ პატივი, შეიძლება ასე მდიდრულად არა, მაგრამ არც ნაკლებად. კარგი, ხომ დავკმაყოფილდით ამ სასიამოვნო სუნით, შევიდეთ ახლა აბანოში.
აბანოდან გამოსულებს წინ ჯეირანი შეხვდა და უთხრა ნელი, წყნარი ხმით.
ჯეირანი. დილა მშვიდობისა, ძმებო და მეგობრებო, რა გეჩქარებოდათ ასე ადრე რომ ამდგარხართ, ჯერ ხომ არ არის კარგად გათენებული?
რომანა და ის მეორეც. რომ გითხრათ, შენ კი არ გეჩქარებოდა-თქვა, არ ითქმება, რადგან მასპინძელი ხართ და ასრულებთ იმ უძვირფასესი მასპინძლის როლს, რასაც ასრულებენ ისინი, რომლებსაც უყვართ სტუმარ-მეგობრები. ნეტავ ვიცოდეთ, თუკი რაიმე დაუმატეთ ამ პროდუქტებს, რაც გქონდათ გუშინ?
მასპინძელი ჯეირანი. ისეთი არაფერი, წამობრძანდით და გაიგებთ, - თქვა მან და გაუძღვა წინ სასადილო ოთახისაკენ.
სასადილო ოთახში სამივე ერთად შევიდნენ. მაგიდა გაწყობილი იყო, რაც ჰქონდათ, იმათ რად უნდოდა შემატება, უნდოდა გაცხელება და მიღება. შემატებული იყო ტაფაზე ერბო-კვერცხსა და ქლიავის კარაქში გამზადებული კურდღლის ხორცი, რომელსაც სასიამოვნო ოხშივარი ასდიოდა. შემატებული იყო ამავე საკმაზებით ახალი შვლის ხორცი. საინტერესოა, სად იშოვეს იმ ღამეს ისინი, თუ ჰქონდათ სახლში შენახული? ხაჭაპურები ახალი ჭყინტი ყველით, ვინ მოთვლის თუ რა ეწყო მაგიდაზე.
- აბა, დაჯექით, ძმებო, - თქვა ჯეირანმა და მიუჯდა თვით მასპინძელი მაგიდას.
- ძმაო, თებრო სად არის? - იკითხეს სტუმრებმა და შემოუსხდნენ მაგიდას.
- თებრომ იცის მისი მოვალეობა, ის ხომ დიასახლისია, შემოვა მალე. - კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, რომ თებრომ კარი შემოაღო და კეცებზე დაწყობილი ახალ-ახალი შემწვარი ქათმები შემოიტანა, რომლებსაც ორთქლი, ოხშივარი ასდიოდა, ხის დიდ გობზე იყო სამი კეცი დაწყობილი. შემოსულს ქმარი შეეგება, გამოართვა გობი, მივიდა მაგიდასთან და შუა მაგიდაზე დადო.
- დილა მშვიდობისა, - მიესალმა თებრო სტუმრებს. - მშვიდობა, ასეთი ხვავი და ბარაქა ნუ მოაკლოს მამაზეციერმა ღმერთმა თქვენს ოჯახს. ასეთი კარგი სიმდიდრით და კეთილი გულით, - თქვეს სტუმრებმა და შეეგებნენ დიასახლისს. ჯერ რომანამ ჩამოართვა ხელი, გადაეხვია და დაუკოცნა როგორც ხელები, ისე სახეც, შემდეგ მაღლა, ზევით აიხედა და თქვა:
- ღმერთო დიდებულო, ამ კეთილშობილ ადამიანს ისე გაუტკბეს ცხოვრება, როგორც ტკბილი შაქარი და თაფლი ისე ყოფილიყოს ცხოვრებაში, როგორც ამ დიდებულ გულს სურს, - თქვა რომანამ და თებროს გულს მიადო მისი ხელი.
რომანა მოშორდა და მაგიდასთან მის ადგილზე დაჯდა. მეორე სტუმარი - ჯაბა, მივიდა თებროსთან, დადგა მის წინ და თქვა:
-  მე იმაზე კარგს რას ვიტყვი, რაც რომანამ წარმოსთქვა, მაგრამ ერთ პლუსს დავუმატებ. სულ დამატება და ახალ-ახალი სიკეთის შეძენა არ მოაკლდეს ამ ხელებს, - მან თებროს ხელებს მოჰკიდა მისი ხელები და გააგრძელა, - სულ ეკეთებინოს იმდენ ხანს ამ ხელებს, როდემდის არ მოწყინდება ამ ხელების პატრონს, - თქვა და ისიც გადაეხვია თებროს. შემდეგ მოშორდა და მიუჯდა მაგიდას.
ოთხივე, სტუმრები და მასპინძლები შეუდგნენ იმ სასიამოვნო პროდუქტების მიღებას. კარგად რომ შენაყრდნენ, შემდეგ მასპინძელმა ჯეირანმა თქვა:
- ძმებო, ამას ვიფიქრებდით?! ციმბირის ციხეში რომ ვაყვლიპინებდით თვალებს და არა თერთ პურს, არამედ შავ პურსაც ვნატრობდით დასანაყრებლად, მაგრამ სად იყო? ახლა კი ვხედავთ და ვუყურებთ ჩვენს ცხოვრებას, თუ როგორ ვცხოვრობთ. ამას როგორ წარმოვიდგენდი, რომ ასე გავმართავდი ჩემს ცხოვრებას? მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა და არის, - ჯეირანი შამპანურით სავსე ჭიქით ხელში მივიდა მის მეუღლესთან თებროსთან და თქვა:
- აი, ამ ქალბატონის მეშვეობითაა ყველაფერი, რომ ეს არა, მე მივაღწევდი ამდენ რამეს? რა თქმა უნდა, არა! ვინ არ შეპატიჟებია ამ ქალბატონს, რომ მივეტოვებინე მე და გაყოლოდა ცოლად მათ, მაგრამ ამან იცით რა უპასუხა? ახლავე გეტყვით.
ღმერთი არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ გაჭირვებული მივატოვო და გაუჭირვებელს გავყვეო. არა, ამას ვერ შევძლებ და ჩემს ჯეირანს ვერ ვუღალატებო. აი, ამ ჩემმა სიცოცხლემ ასე მოიქცა და ის ჩვენი სიყვარული, რაც ჩვენ გავატარეთ ხუთი წელი ერთმანეთის სიყვარულობით, არ უღალატა. ამას ვენაცვალე მე. ამას შემოევლოს ჩემი სიცოცხლე – თქვა ჯეირანმა, ჭიქა მაგიდაზე დადო, მეუღლეს შემოეხვია და გადაკოცნა. ნეტავ ყველას ჰყავდეს ასეთი უღალატო მეუღლეები და სასიყვარულო. მეუღლეს შამპანურით ჭიქა გაუვსო, დაუდგა წინ და მკლავიმკლავ შემოხვეული შესვეს. ცარიელი ჭიქა კი გადასცა რომანას. რომანამ შეავსო და თქვა:
- ვერც მე ვიფიქრებდი, ძმაო, თუ ამ დღეს მოვესწრებოდი, მაგრამ მოვესწარ, ჩემი მეუღლის შესახებ კი მოგიყევით და არ არის საჭირო განმეორება. მე რაც გაჭირვება გამოვიარე, იმაზე მეტი გაუვლია ჩემს შვილს იურკას და რაც მან გაიარა, გააკეთა, ამას მე თქვენ განახებთ და გაიცნობთ იმას და მის დიდ ოჯახსაც. - თქვა, ღმერთს მადლობა შეუთვალა ზეცაში, შესვა და ცარიელი ჭიქა გადასცა ჯაბას.
ჯაბა წამოდგა და თქვა:
- ძმაო, რომან, შენ არ იცნობ ჩემს ოჯახს, ეს ჩემი ძმაა და მე გითხარი, რომ ჯეირანი კი იცნობს და როგორც ეს იცნობს, ისე მინდა შენც გაგაცნო ჩემი ოჯახი და გვქონდეს კარგი მეგობრობა ჭირშიც და ლხინშიც, ამას გვავალებს ის წმინდა ღმერთი, რომელიც ჩვენ და ჩვენსავით სხვებს დაჰყურებს ზემოდან მის გაჩენილ ქვეყანაზე მის ხალხს და როგორც თქვენ თქვით, ისე მეც ვამბობ, რომ ციმბირიდან აქ თუ მოვესწრებოდი, აქ, ამ ცხოვრებას, როგორც ვცხოვრობთ ახლა აქ, ახლა ჩვენი ჯერია, რომ ჩვენი მეგობრობა არ დავკარგოთ და გავეცნოთ კიდევ უფრო კარგად და როგორც თქვა რომანიმ, რომ გაგვაცნობს მის ოჯახს და მისი შვილის დიდ ოჯახს, ისე გავაცნობ მეც იმათ ჩემს მცირე ოჯახს, - თქვა, შესვა და დაჯდა. ბევრი არ არის საჭირო, რომანამ იმათ უთხრა, რომ თქვა გააცნობს არა მარტო იუს და მის დიდ ოჯახს, არამედ იუს სიმაურსა და მის სიდედრს. წასვლის წინ დაურეკავს წინა დღით ადრე, რომ მივიდნენ მათთან და წავლენ ერთად სუყველა სოჩისკენ.
რომანა გამოაცილეს, კარგი მგზავრობა უსურვეს, შეხვეული პროდუქტები ჩაუწყვეს მანქანაში, გამოემშვიდობნენ, გზა დაულოცეს და დაშორდნენ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge