გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელია მორანელი მუსიკალური ხომალდი ,,ავრორა“

ელია მორანელი


მუსიკალური ხომალდი ,,ავრორა“


სანამ სულის წმინდა კვართი პწკარ-პწკარ ამოვლამბე
სხეულიდან, ბედისწერის მერამლ-მესტროლაბე
მიიმღერის და მხერვალი მართავს შტორმში ხომალდს
და სწვდა ქიმი შორ მწვერვალის ხომლს და ახალ ფორმას
აძლევს ლექსს და ამ ეპოქის გრდემლზე, როგორც ფოლადს
სჭედავს და ცხენქარიშხლებით სანამ ამ გზებს ფოლავს,
ჰქმნის სინათლის სიჩქარიდან ულტრაბგერულ ქორალს
და უპირველეს ყოვლისა, მსწრაფლად თქვენკენ ჰქროლავს!..
სანამ ვლიან დღეს თვით-სჯულთა ჯარნი მეხოტბეთა,
ამ ზღვის გულზე ლურჯად ჰყვავის გვამნი მეხოპეთა,
ღამეს ფერავს საფირისფრად, დარად მღვრიე მელნის
და ქარები ფსალმუნებენ, როგორც მეღვიმელნი...
მე რისიც მწამს ოდითგანვე, საუკუნოდ მელმის
და ასე ვჭვრეტ პწკარ-პწკარ-ჩენილ მე მის ბედშავ მერმისს!..
სანამ ქარი ჭანჭახ-ჭანჭახ, ჭერეხ-ჭერეხ ბორგავს,
სანამ ნისლი ჭანჭრობ-ჭანჭრობ, ჭოროხ-ჭოროხ გოგავს,
გადაირბენს ფეხშიშველა ბავშვი ჟამთაბოგას
და შემოსავს საღვთო მანგით სავსე მთვარის ორგანს!
სანამ თვალებს დამიღამებს გვრინვა ჩემთა მზრავი,
მოჰქრის გრგვინვით, ქარიშხლების შეშლილ ცხენთამსრბავი!..
გიწვდით სიტყვაკბოდენ ფიქრთა, ფიქრთა, - ფიქალმრეთა
პოეზიის წმიდასასმურს, - მთვარეს, ვით ქალღმერთთა
ფაფუკტერფთა ჩანაბიჯებ ჩანჩქერთ, - მირონცრემლთა,
ეს მე ვმღერი მეფურძალით, - ჰანგით მიღმიერთა!
ეჰ, წამითაც რად არ წყდება წყევლა ჩემთა დღეთა?!
და ვით გილიოტინაზე, შენს კალთაში ვდებ თავს!
ნეტავ, როცა წავალ შენგან, ყურს დაუგდებ ვის ხმას?!
მე ვინც მრისხავს მისხალ-მისხალ, შენ ხომ სწორედ ის ხარ!
ტევრდატევრ და ისხარ-ისხარ, ლექსად გამომსისხლავს
შენზე ფიქრის სატევარი, ყოველ დილა სისხამს!
ასე დაგხრავს უჩემობა, სანამ მოხვალ მუნ გონს,
რატომ გინდა ტანჯვის ცეცხლმა სული დამიბუგოს?!
როცა მუჭის სიმსხო ცრემლებს მაყრი გულზე ურგოს,
როგორც მიწას მესაფლავე მკვდარი შვილის კუბოს!
ვწერ. ცისკროვან ვარსკვლავებით ღამე იფიჭება...
მაგრამ სული სამარეში ზრება-იფიჩხება.
მინდა, გული საკუთარი ხელით დავილახვრო!
შენ განმკურნე ამ სნებისგან დროო, - მაიმახო!
შეისმინე ეს ვედრება, ღმერთო, ძალიან გთხოვ!
მინდა, როგორც მკვდარი ჩიტი, ხისქვეშ დავიმარხო!
ჩემი სული შეესულბვა ჩემთა ჰანგთა მსმენელთ,
მინორ-მინორ, მაჟორ-მაჟორ, ავდროჟამთამსრემელთ, -
უცხენმალეს ცხენქარიშხლებს თქვენკენ მოაჭენებს
და მერმისის სასახლეთა ამსხვრევს კარიბჭეებს!..
ჰო, მე ოდით, ზესთამჩენთა ზესთასრანი მოვსრე!
და ამიტომ ამ ეპოქის კვართი განვიმოსე!
სხვა ამ გულის ტაძრის იქით, ნეტავ, სად ილოცებს?!
და ჩემ ირგვლივ ვხედავ მხოლოდ ცბიერ სატვიროსებს!
მე მათ მარად ვდევნი ჩემგან თვალებალმოსიერთ,
ჩემთა დახსნილ ვენებთაგან ხარბად სისხლმოსმიერთ,
ფურცელ-ფურცელ, მესმის ჟღერა მე მერმისის ხმების!
და პწკარებად კალმის მოსმა ჰგავს შერხევას ხემის...
სანამ დამფრთხალ შვლის გულივით მფეთქავ ფიფქთამომფენს, -
ნაკუწ-ნაკუწ მწვალებელნი ჩემს სულს განიყოფენ!
ვხვდები, მცდიან, სიბნელეში მდგომს და უბრადმყოფელს,
მაგრამ მდგომნი სინათლეში ჰპოვენ მეფის სწორფერს?!
მალე ცრუნი დაადგამენ გვირგვინს მეფისტოფელს!
აქამომდის რაც ჯერ არვის არ უნახავს თვალით
და თუნდ ჰქროდეს ცათაშინა და ვარსკვლავთა თვალვით
იღლებოდეს და თუნდ იყოს მპყრობი ბატის ფრთისა,
მაინც ვერ გაიფასკუნჯებს მღილი ბატისტისა!
ამ გზას ტყედატყე მიჰკვალავს ქართა ტყველვა-ტყველვით
და ეკმევა კირქვის მკერდზე ნისლის საკმეველი.
ღრანტე-ღრანტე, დარან-დარან, თავსა მისსა წყევლის,
მიღიღინებს ამ სიმღერას, მოღერებით ყელის
და მოისმის კვდომის ჰანგი, - სევდამისარქმელი...
მზე, ვით ალურ ქერუბიმთა ფრთათაელვარება,-
გზაუნათებლივ ფიქრებთა ზესთამლევანება,
როცა ზეცას აკაშკაშებს მუნ უნებლივ კრთოლვით,
მაშინ მკვდრეთით ვაღდგენ ღამეს, სალ ცრემლებით ქოლვილს.
სანამ მკითხავთ და მოროშავთ ცალყბად და რიოშად,
რატომ ვწუხვარ და სიცოცხლე რატომ მიღირს გროშად,
პეპლებივით ფარფატებენ შროშან, შროშან, შროშან
ეს დღეები და მე თქვენგან შორს ვარ, შორს ვარ, შორს ვარ!..
ცხენქარიშხლებგამოვლილო, იქეც ალბათ ტორსად,
ეწირები, ამადეუს, ამ შტორმს ალბატროსად,
როს მე ვმღერი, ჩემსა სჯულსა სთვლით ამავე დროსა,
ვით არარას, რადგან თვით ვარ - ვია დოლოროსა!

2010 წ.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge