გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ნინო ჩარგეიშვილი - ჩემო ძვირფასო ადამიანო



     სწორად შენ მოგმართავ და ნუ გაკვირდები, მერე რა, თუ არ გიცნობ და ჯერ გამოკვეთილ კონტურსაც ვერ ვხედავ შენსას, სამაგიეროდ, ახლა, ამ წუთას, ჩვენ ვიწყებთ ერთურთის შეცნობას. როცა შენ შეეცდები ბოლომდე ჩაიკითხო ჩემი ნააზრევი, იქნებ ოდნავ მაინც გამიცნო, რადგან ადამიანი ფაქიზია თავისი სულიერი სამყაროთი და ის უნდა წაიკითხო... შენ ხელთ მხოლოდ წიგნი არ გიჭირავს და სიტყვებს არ კითხულობ უბრალოდ დაწერილს, ამ წამიდან მე და შენ ვიწყებთ ერთიმეორის შეცნობას... ვანდობთ ერთურთს გასაღებს, რომლითაც გულის კარი უნდა გავაღოთ... და, აი, ამ მომენტიდან, ,,შენობით“  მოგმართავ უკვე, რადგან შენ ჩემი გადაფურცვლა ინებე და, მოდი, ცოტა მოვშინაურდეთ, შევიდეთ იმ სამყაროში, რომელშიც ერთად შევაბიჯეთ გარკვეული დროით.    რაც არ უნდა წაიკითხო, გახსოვდეს, მე ჩემს სულს გაბარებ, ისე, როგორც აღსარებაზე ესაუბრებიან მოძღვარს და სულს ითავისუფლებენ, გულს აყოლებენ ზედ...
     ყოველი ადამიანი წიგნივითაა, ის ზოგს გარეგნული იერით იზიდავს მისი ბრწყნვალებით, მაგრამ სამყარო-შიგთავსი მისი უინტერსოა და ცარიელი, შენ როცა ფურცლავ, იგი ბროწეულივით სავსე მარცვლებით უნდა იყოს დახუნძლული...
     ტბილი და ოდნავ მომჟავო გემოთი, სავსე წვნიანი... მისი წვენის სიტკბოს არომატი თავბრუს უნდა გახვევდეს მსუბუქად, მხოლოდ ისე, გონი რომ არ აგერიოს და აზრი შეგრჩეს შენი დასკჳნის გამოსატანად წაკითხულის შინაარსისა.
     ჩემი წაკითხვა და ამოცნობა შენს რაობასა და ინტელექტზე, გემოვნებაზეა დამოკიდებული, ჩემო უცნობო, მაგრამ ასე ახლო მეგობარო. შევიცნოთ ერთიმეორე და თუ შენ შემდეგი ფურცლის გადაშლა არ მოგესურვილება, ეს მხოლდ გემოვნების საკითხია და მაშინ აქვე, დასაწყიშივე დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ესე იგი ჩვენ ვერ გავუგეთ ურთიერთს.
     ის მკითხველი, ვისაც ელის წიგნი წასაკითხად, მსურს, სურვილის წყურვილი ჰქონდეს და არა უბრალოდ მოვალეობის...
     ყოველ მდგომარეობას ადამიანის ცხოვრებაში ორი მხარე აქვს: ერთი - რომელსაც ჩვენ ვხედავთ, უფრო სწორად, როგორადაც წარმოაჩენენ ისინი საკუთარ თავს... მიმზიდველად ან გამაღიზიანებლად, გააჩნია მოცემულ მომენტში რა სახის იმიჯია მომგებიანი.
     ყველაზე რთულია შეინარჩუნო თვითმყოფადობა საზოგადოებაში, სადაც მოცემულ მომენტში იმყოფები. ადამიანები რატომღაც ესწრაფვიან იქ, სადაც უმეტესად  მოჩვენებითი, ეფემერული ურთიერთობები დუღს.
     არის სამყარო, რომელშიც დავიბადეთ, გავიზარდეთ და გარდავიცვლებით, ის, რაც ხილულია თვალთათვის, არის სამყარო, რომელსაც ჩვენი გონება, თვალსაწიერი ვერ აღიქვამს, ის ჩვენთვის უხილავია, რადგან სული, ხედვა და აზროვნება  ჩვენი მდაბალია და ვერ სწვდება მას, მაგრამ არის სამყარო, რომელსაც თავადვე ვიქმნით ადამიანები. ის ჩვენი საკუთარი სამყაროა და მას ისეთად ვხედავთ, როგორადაც გონს, გრძნობებს განვავითარებთ, აღვზრდით სულს.
     დაბადებითვე საკუთარ სამყაროს ვიქმნით ადამიანები, რამდენადაც კი არ უნდა შევიცვალოთ ცხოვრების სტილი, ვეცადოთ პიროვნების შეცვლას,  სამყარო, რომელიც დაბადებითვე ჩვენს წარმოსახვაშია,დაგვყვება თან და თუ მის რეალიზებას ვერ ვახდენთ, მუდმივად ვუბრუნდებით, თუმც შემდგომ ბავშვურ  ოცნებად   ვრაცხავთ მას.
    ვიზრდებით, ცხოვრებაში ვაღწევთ გარკვეულ ზღვარს ჩვენი შესაძლებლობებისა, მაგრამ მუდმივად გაგვაჩნია  გრძნობა, თითქოს სადღაც ჩავუქროლეთ ჩვენს ცხოვრებას, დაგვრჩა ის მიღმა, რადგან ის, რასაც ჩვენს ბავშვურ ოცნებად ვთვლით, ზუსტად ის ხალასი სურვილები და აუსრულებელი მიზნები გვაწუხებს, გულის სიღრმეში ყოველმა ჩვენგანმა იცის, რომ ეს ისაა, რაც ჩვენ სინამდვილეში გვსურდა, გვინდოდა და არ გავაკეთეთ სხვადასხვა გარემოებების გამო, მერე მივივიწყეთ, თუმცა იდუმალ თანამგზავრად იქცა იგი.
    მჯერა, ყოველი ადამიანი, როდესაც ლოცვანს კითხულობს, ის საკუთარ სავედრებელსაც ამბობს მუდმივ და ვედრებისას ყველაზე გულწრფელია ადამიანი... მუდარა, რომელსაც თავადვე ვიგონებთ და აღვავლენთ უფლისადმი, მუდამ სრულდება, თუ კი შიგნიდან გულწრფელად მოდის, ჩვენ ხომ ამ დროს უნებურად შევავედრებთ ზუსტად იმას, რაც სულის სიღმეშია დაფლული, ამადაა, რომ ვედრებისას ადამიანს უსრულდება უმეტესად საკუთარი სურვილი.
     თუ საკუთარ გულისხმას მივყვებით და ვიცხოვრებთ, ბევრად ბედნიერები ვიქნებით ადამიანები, რთული არაა, უბრალოდ ყურისგდება და დანახვა უნდა ვისწავლოთ იმისა, რასაც ვერ ვამჩნევთ და გვესმის. სამყარო ისაა, რასაც ჩვენვე ვქმნით ჩვენივე მოქმედებით ცხოვრების მანძილზე ადამიანები, ჩვენ მისი ნაწილი ვართ, როგორადაც ის ჩვენი, ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ.
     შენ! მოევლინე სამყაროს, რომელიც ასე ნაცნობია და ამავე დროს შორია სწორად აღსაქმელად. შენ ხარ ნაწილი მისი, წარმმართველი ადამიანი, ჯერ ასე უსუსური და პატარა სხვათათვის, მაგრამ აზროვნებით დიდი გონის მატარებელი...
     შენ... მუცლად ყოფნისას ბევრი რამ შეიმეცნე და გაიაზრე, თუმცა აღქმის, ან ინტუიციის დონეზე მუდამ გემახსოვრება ყოველივე... მხოლოდ შესაძლოა ვერ მიხვდე საიდან ფლობ ინფორმაიას, რომელიც ასე აღქმადია, ახლოსაა და მაინც რთულია მისი გააზრება ბოლომდე.
    ქვეყნად მოვლინებისთანავე იწყებენ შენს აღზრდას, გასწავლიან და გიკრძალავენ, გიხსნიან რაა ნებადართული და რა არა. შენ... ჯერ იმდენად უსუსური ხარ წინააღმდეგობასაც კი ვერ უწევ და იძულებული ხარ დაემორჩილო წესებს, თუნდაც მიუღებელს შენთვის.
    ვერავინ ხვდება, შენ არა ნაკლები გესმის, ვიდრე მათ, ვისაც შენი თავი აბარია აღსაზრდელად. მშობელი უმეტესად გზრდის, გასაწვლის საზოგადოებაში მიღებულ წესებს თუ როგორ უნდა მოიქცე, იყო ზრდილობიანი, კულტურული, ნასწავლი, რათა იყო მიღებული იმ საზოგადოებაში, სადაც ფეხი უნდა შედგა.
     ზოგჯერ, მშობელი პირმშოს თავისას ასწავლის თავდაცვას, სხვისი დაჩაგვრის, დამცირების ხარჯზე ან კიდევ ასწავლის სიამაყეს, ამპარტავნებას, რომ მისი შვილი მუდამ მართალია და ჭკვიანი, ასევე, ყველაზე წარმატებული,ლამაზი. ძალზედ იშვიათია, მშობელს გაუჩნდეს სურვილი თუ ვინაა მისი შობილი, რას წარმოადგენს იგი და რა სურს სინამდვილეში. რა არის არსი მისი ქვეყნად მოვლინებისა, რა მისია აკისრია მას. იშვიათია, როცა მშობელი ცდილობს შეიმეცნოს შვილის პიროვნება და ბიძგი მისცეს მის წორად აღზდა-განვითარებას.
     ყოველი ადამიანი დაბადებული-მოვლენილია და მას გარკვეული მისია აკისრია, ამას  ჩვენ ვეწინააღმდეგებით და ვთვლით, რომ შვილი, შობილი მშობლისგან, საკუთრებაა ოჯახის. სამყაროში ჩვენ ყველას გვავალია და გაგვაჩნია საკუთარი ფუნქცია და აღსასრულებელი გვაქვს. ყოველი მშობელი უნდა გახლდეს აღმზრდელი შვილისა და არა მხოლოდ გამზრდელი, უდიდესი სხვაობაა აღზრდასა და გაზრდას შორის... გაზრდით ველად ყვავილიც იზრდება და ვითარდება.
     აღზრდა იწყება ჩასახვისთანავე ბავშვისა, დაბადების შემდგომ მის განვითარებაზე ზრუნვა უპირველესად მისი სულიერი პიროვნული ნიშან-თვისებების შესწავლას უნდა დაუთმოს დრო მშობელმა, მის ზნე-ხასიათს უნდა მაპყროს გულისყური. დაინახოს დაჩაწვდეს, შეიმეცნოს თავისი პირმშოს მიდრეკილებანი, მისი ცნობისმოყვარეობა, აზრები საითაა მიმართული, თუ რატომ აინტერესებს ის კონკრეტული რამ და არა სხვა რამ, თუნდაც მშობლისთვის სასურველი.
    ბავშვის სწორად აღზრდა მხოლოდ საზოგადოებაში მოქცევის წესები არ გახლავთ, ან მასთან შეთვისება მხოლოდ დინების მიმართულებით. თქვენ მისი სულიერი სამყაროს მიდრეკილებანი უნდა დაინახოთ, თუნდაც მიუღებელი თქვენთვის და საზოგადოებისათვისაც.
     ადამიანად ჩამოყალიბება მისი უფაქიზეზი სულის განვითარებით იწყება და გრძელდება მანამ, სანამ ის არსებობს, სუნთქავს, გრძნობს და უყვარს. როგორც კი აღზრდას პირმშოსი მისი ბუნების, სულიერი სამყაროს წინააღმდეგ იწყებთ, ის სულიერ უხეშ ჩარევაზე შემდგომ გპასუხობთ, როცა გაიზრდება და პროტესტის გამოხატვის საშუალება ეძლევა. პროტესტი ხშირ შემთხვევაში სავალალო ფორმას იღებს ოჯახში და ხშირად ურთიერთობები ცივდება. ეს კი გამოწვეულია იმ ფსიქიკის დაზიანებით, რომელიც პირმშოს აღზდისას მოხდა. ილექება გონებაში და მეხსიერება ინახავს მომენტებს სულიერ ტრანფორმაციაზე ძალადობისა, შემდგომ კი ვიღებთ იმ შედეგს, რა შეცდომაც დავუშვით შვილის ჩამოყალიბების, პიროვნებად აღზრდის პროცესში.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge