ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
ირინა ხურციძე - ლექსები
ახლა ისე შორია
ახლა ისე შორია უნაპირო ცის კარი,
ვარსკვლავები მირაჟებს მოვერცხლისფროდ მათოვენ,
ნეტავ, მალე გათენდეს, კვლავ აინთოს ცისკარი,
სადღაც, გულის კუნჭულში,მჯერა, არ მიმატოვებ...
ავსებული საწყაო _ გულის ზიარჭურჭელი,
უკურნებელ სენივით ლამის ფერფლმა დაფაროს,
ვერაფერი წამაქცევს, ამ ხვედრს თუ გავუძელი,
ხავსი მოჰკიდებია სახლის მყუდრო ლაფაროს...
გმინავს ბებერ მუხებში ქარი ნაავდარალი,
ილეწება სულ ბოლო ფიქრი _ ხდება ღადარი,
ღამე ურჩი, თავნება, სიზმრით ნაავადარი,
მოდის,როგორც ზმანება,მეხდაცემულ ჭადარის...
ახლა ისე შორია უნაპირო ცის კარი,
ნეტავ,მალე გათენდეს, კვლავ აინთოს ცისკარი.
***
მხოლოდ შენ იცი და სხვამ არავინ,
რა რუდუნებით გიძღვენ ეს გული,
არც არავისი გრძნობის მპარავი,
სიყვარულზე ვარ შეყვარებული...
და როცა ლექსად კალამს მოვმართავ,
ნუ წაიკითხავთ გაკვირვებული,
მე ამ დილასაც ვნებით მოვრთავ და
ვივლი მთელი დღე ჩაფიქრებული...
რატომ გგონიათ,რომ ჩემს ასაკშიც
არ იწერება ლექსი ტრფიალით,
სულ სიყვარულით გვეტარებინოს
წუთისოფელი ოხერტიალი...
და როცა გულზე დავიკრეფ ხელებს,
ცივ სამარეში ჩამასვენებენ,
მოვლენ მუზები ხელში ვარდებით
და თავს იქაც კი შემახსენებენ.
***
ამავსე შენი გრძნობის სასმისით,
ამ ერთსაც დავცლი, ჯანი გავარდეს,
იქნებ და რამე შევქმნა შედევრი,
მუზას იმგვარად გავუთამამდე...
გადმომეღვარე მკერდზე ქარიშხლად,
ნაცრად მაქციოს ვნების ღადარმა,
ვიტყვი, სიცოცხლე ამადაც ღირდა,
თუმც,სამწუხაროდ, ისე დამთავრდა...
ვერ მოვასწარი, ცისფერ ღიღილოს
გავჯიბრებოდი მინდვრის მორთვაში,
როცა მეგონა მაისს ვეტრფოდი,
უცებ აღმოვჩნდი სევდის თოვაში...
ახლა ვზივარ და იმ წლებს მივტირი,
არ შემეჯიბროთ ვინმე გლოვაში.
სამშობლო
სამშობლო მარტო ცა არა,
თავისი ლურჯი თაღებით,
არც მარტო მთა, ველ-მინდვრები,
თავისი შემოგარენით...
სამშობლო შენი ეზოა,
თავისი ბაღ-ვენახებით,
სამშობლო სახლი, კერაა,
დაურდულებულ კარებით,
სამშობლო დედა-ენაა,
მზით მოქარგული ანბანით,
სამშობლო დილის ცვარია,
შიგ სული მირონნაბანით,
სამშობლო მამის ზრუნვაა,
დედის სითბო და ალერსი,
სამშობლო ხმალით დაცული
წინაპართძვლებზე ნალესით,
სამშობლო საფიცარია,
ცრემლით ნათენებ წამებით,
სამშობლო სალოცავია,
უწმინდეს ტაძარ-ხატებით
და უსასრულო ნატვრაა,
შორს წასულ ემიგრანტების.
***
ხელიდან რატომ მტაცებ შრიალით,
ზბორებად აყრილ კაბის ბოლოტანს,
დამეწყო შენით გულის ფრიალი
ქარო, რაისთვის მერჩი ბოროტად...
აი, რომ მცმოდა შემოტმასნილი
კაბა, ონავარს, დაბალ თეძოზე,
თავს მხურებოდა თეთრი მანდილი, _
დამეწეოდი?!_ ურცხვად ფერდობზე...
კვლავ გათარეშებ შენს ურჩ ნებაზე
ქარო, ვერაფრით ვერ შეგპირდები,
წაიღე უკან ცივი თითები,
ნუ შემომძარცვე გულისპირები...
გზაზე, რატომღა გადამეღობე,
მაცადე, მშვიდად ავლა აღმართის,
დაგითმობდი კი?! _ თქვი, ვინ გეგონე _
არა, აღარ ღირს შენთან კამათი...
რა ლამაზი ხარ ქალაუ
(მარი კუბლაშვილს)
რა ლამაზი ხარ,ქალაუ,
გიცქერ და გული გაჩერდა,
მგონია,ღამე იყო და
როცა გიხილე -გათენდა.
ნეტავი იმ ვაჟს,ვის გულსაც
ჩაეწვეთები მალამოდ,
რაც მეტად გიცქერ
თვალს ვერ გწყვეტ,
ისე კარგი ხარ,ქალაო.
შენ შემხედვარეს ის მიკვირს,
მზემ რომ ღიმილი გაბედა.
აქამდე მოგიტაცებდი,
შენ,ჩემო ლამაზთვალებავ,
მდევარი გზაში არ დამხვდეს,
ვინ გამიხდება თავდებად.
ცხრა მთა-კლდეს გადაგატარებ,
სადმე ჭიუხში დაგმალავ,
შემყვარებიხარ,ქალაო,
გავთამამდი და არ ვმალავ.
რა ლამაზი ხარ,ქალაუ,
დამიბრმეს ორნივ თვალია,
გული რომ ასე მიტოკავს,
იცოდე,შენი ბრალია.
წაგიყვან სადმე მინდორში,
გულს ფიანდაზად გაგიშლი,
ბოლომდე ნუღარ გამწირავ,
ერთ კოცნას ნუღარ დამიშლი.
ქალი ხარ, ქალი, ქალთამზე,
მაცდურ ღიმილებს არ იშლი...
გამოღვიძებულს ხელთ შემრჩა
ჩახუტებული ბალიში.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე