გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

მერაბ კვიცარიძე - ლექსები

***
იმ წუხანდელი ქეიფის შემდეგ
ღამენათევი ხურდები დამრჩა,
ისიც თეთრ ხიდზე ვაჩუქე მოხუცს
და სამათხოვროდ მივდივარ ახლა.





***

გიჟივით მომნატრებიხარ,
უკვე ზამთარიც მოვიდა,
შენ ერთი დამრჩი, ძვირფასო,
ამხელა შემოდგომიდან...




***
წვიმს დილიდან, უსაშველოდ წვიმს,
უეჭველად აღელდება ზღვა,
შენნაირი ამინდია დღეს,
ჩემნაირი ამინდია ხვალ.






ლადო ასათიანს
გუშინ ლადო ასათიანი დამესიზმრა და...

დამაგვიანდა შენზე სიტყვის თქმა,
ამ სტქრიქონებსაც სიმწრით ვახერხებ,
რა დაგიშავე, ლადო, ასეთი,
სიზმრად ლექსებით რომ გამახელე.
შენი პალატა აბასთუმანში
უკვე ვერ იტევს ამდენ მნახველებს,
შენ კი დერეფნის ბოლოს დგახარ და
დგახარ და მარტო რითმებს ახველებ!
28.11.2016.


მამაჩემი

ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე,
რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი,
ნუ გეშინიაო, ხმა რომ შემომესმა,
ათასში გავარჩიე, ეს იყო მამაჩემი!
მერე მოვიყვანე ერთი თეთრი გოგო
და რომ წარვუდგინე ჩემი ანარჩევი,
- ჩემ შვილს თუკი მოსწონს, მეც ხომ იმ აზრის ვარ,
- თავისთვის იღიმოდა კუთხეში მამაჩემი.
სათამაშოებიც გადმოვალაგე და
აგერ, თოჯინებიც, ჩემი დის ანაჩემი.
ყოველთვის გვერდით მედგა, ყოველთვის მამხნევებდა,
ყოველთვის მამაგრებდა, გულწრფელად, მამაჩემი!
სახლებიც ბერდებიან, ქუჩებიც ბერდებიან,
ბერდება, რა თქმა უნდა, რაც დარჩა დანარჩენიც.
ბავშვობის კარუსელთან, ცხოვრების მოსახვევში,
თავიდან იწერება ახალი განაჩენი.
ბავშვობის სურათები თავიდან დავალაგე,
რაღაც სხვანაირად მეტკინა ანაცერი,
ქუჩაში პაემანზე დედაჩემს ელოდება
ბეჭებში მოხრილი ჩემი ხნის მამაჩემი.






ქეთინოს

როცა დაღლილი მოვდივარ სახლში
და სანადიროდ მიმზადებ საგზალს,
შენი ბრალია, ხანდახან, ჩემო,
ახალ მოდაზე რომ მიწევს ჩაცმა.
ხანდახან ლექსით გიშლი დალალებს,
სადღეგრძელოებს ისმენ მოთმენით,
ფეხაკრეფით რომ შემოვალ ჩუმად,
მთვრალეულივით გეტყვი - მოვედი.
ხან ღამენათევ წიგნებს გიყვები,
დილით თვალები გევსება ისევ,
ო, რა ტკბილია შეხება შენი,
უკიდეგანო რისხვების სივრცე.
მიძლებ თამადას, ექიმს და პოეტს,
შენი არჩივი ეს არის, კარგო,
ასი წლის მერე როცა მე წავალ
და შენ დაჩები ფიქრებთან მარტო,
იცოდე, შენს თავს არ უთხრა, ჩემო,
ეს ყველაფერი ასეა რატომ,
მადლობა უფალს, რომ მიძლებ ასეთს
და შენთან ერთად ერთ სახლში ვსახლობ.
07.01.2017.










მთვრალი მეტაფორები

გავხსენი პლისე
და დავრჩი შენთან
და ჩამეძინა
დილისთვის დაღლილს,
მერე მზის სხივი
უცებ ჩამესმა.
მოუზომავი მთქნარება არღნის.
ავდექი სწრაფად,
სახელდახელოდ,
თან შეგიკარი კაბა ზონრებით,
წამოვედი და ხიდზე მათხოვარს
ვაჩუქე მთვრალი მეტაფორებით.





სულხან მამისეიშვილს

ღმერთი სუყველას მოგვიზღვავს
ჩვენი სიცოცხლის წლებს
და ლოცულობდა სულხანი
და ვლოცულობდი მეც;

ძმაო, ჩემს მერხზე იჯდაო,
შემოგძახებდა ერთს,
ეხმარებოდა სუყველას,
დაგახმარებდა შენც.

- ჭიქა ბოლომდე შეავსეთ!
- დაიქუხებდა ერთს,
ასე ავსებდა სუხია,
ასე ვავსებდი მეც.

საშველს, რომ ვეღარ ნახავდი,
შეგარიგებდა მტერს,
,,გედობრებოდა“ თვითონაც,
,,გაგადობრებდა“ შენც.

წინაპრის სადღეგრძელოზე
ვერ იკავებდა ცრემლს,
ასე ტიროდა თვითონაც,
ასე ვტიროდი მეც;

„სანამდე არ აფრინდება,
არავინ ესვრის მწყერს,“
ასე ამბობდა ჩემი ძმა,
ასე ვამბობდი მეც;

ლამაზ იუმორს გეტყოდა,
ღიმილს მოგგვრიდა წრფელს,
ასე ხარობდა სუხია,
ასე ვხარობდით ჩვენც;

გაგატარებდა უეცრად
ჯერაც უკვალავ გზებს,
გაიცინებდა თვითნაც,
გაგაცინებდა შენც;

უეცრად, სადღეგრძელოში,
რითმას გეტყოდა ძნელს,
ითამადებდა გულწრფელად,
გათამადებდა შენც;

აწი, მარტო რომ დავრჩები,
აღარ ვიფიქრებ ბევრს,
ასე იზამდა სუხია
და ასე ვიზამ მეც!


ღუღუნა კოსტავას

დღეს ასაკში სხვანაირად გაგისწარით,
შენ კაცობის თვითნაბადო ნიჭო,
იყავ ყველა სტუდენტების მასპინძელი,
გაგანათლოს, ღუღუნიავ, ბიჭო!
აღარ დარჩი სააქაოს არც მომხვდური,
არც დამხვდური ამნაირად გიჯობს.
აქაობას სუყველას რომ პატრონობდი,
სასაფლაოს მასპინძელო ბიჭო.







ცისარტყელა
ფოთლებზე სიცხე გაწოლილიყო,
ცაში ეკიდა წვიმა მძივებით,
მთვარე ღრუბლებთან ტიროდა სატრფოს,
მზეს დავარცხნილი ჰქონდა სხივები.
скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge