გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?

ელია მორანელი - ლექსები


გავალაკი

სანამ ვუძლებ მოღერებულ შურის წნელებს მტარვალთა,
ვწალდავ პწკარ-პწკარ, ვით გავალაკს, მაღალ ფიქრთათალართა,
ბგერამ ბგერა გადალანდა და ნოტი-ნოტ დანანდა,
სანამ მთვარე დავანდა და მწყდარ ვარსკვლავთ მანანადა
ჩამობარდნის, გამანგდა და ძოწისფრად გადანათდა,
სანამ მთა-მთა და თანდათან მწველ ცრემლთაგან ნანამთა,
როს ვმარტვილობ ტკივილებთან, ფურცლებთან და კალამთან,
სწორედ მაშინ ვგრძნობ, რომ ღამემ დღენი მომიკალანდა!
მაგრამ ახლა უშენობამ შემკრთალ პეშვის ბუდეში,
როგორც ახლადგამოჩეკილ ბარტყმა მოიკალათა,
რადგან ეს გზა ბინდბუნდების დაიბაგა ბურდებში
და კოშმარით თვალ-წამწამნი წვეთ-წვეთ მომიკალვა და
რადგან ვერ ვთმობ სიმარტოვეს, ვით ბაგეებბუდეშურ
სატრფოს, მან ხომ ყორნის ბრჭყალით გული მომიკვარა და
წამომინთო ჯოჯოხეთის ცეცხლის ზღვა უნუგეშოდ
და დამტოვა წარმოსახვით ნახმლევივით უგერშოდ!
სანამ ველი ჩემს ანგელოსს და მის ფრთებს უყვითელესს,
სანამ ვავსებ კოკა-კოკად ამ დამშრალ ზღვისკიდელებს,
სანამ მსხლავენ როკა-როკად და როკავენ როკაპნი,
ჩემი სულის ბნელ ხრამებში - ხარხარით და ორკაპნით!
სანამ ეს დრო იყვავილებს მეფურ სისხლით დარწყული,
სანამ დედა დამიტირებს, მოთქმით მარადქალწულის,
კუბოს თავთან შევრდომილი, ხმაში ცრემლებჩაწნული,
მე ავუმზერ წამით ზეცას, ვითარც ქრისტე ჯვარცმული!
სანამ ლექსი იქარიშხლებს მერმისისკენ დაძრული,
სანამ მწუხრის მზე გაქვავდა არილ-სხივებ-დაზრული,
სანამ შორით შრიალებენ ტევრნი ქარებდასთული,
სანამ კრძალვით დამეყრება გულზე მიწა ქართული;
სანამ გადაცისკროვნდება ლანდშაფტები მეცხრე ცის,
სანამ შავი მარგალიტის თმაში შეგივერცხლდები,
გეძებ, როგორც ჩვილი დედის - ძუძუს ხელის ცეცებით,
როგორც პირველ მარტის რიჟრაჟს მოჟღურტულე მერცხლები.
2008 წ.


გვრინი

ეს გვრინი დღეებგახარჯულ მზით დაშანთული ბორგავს...
და ბასრ ცრემლებით დახანჯლულ გულის ფეთქვის ხმას მოჰგავს!

სანამდის ამ გზა-ყორეებს, გავაზ-ყორნების დარად,
გადაუფრენს და დაჩრდილავს მთვარის მოლიპულ დარანს!

ვაჰ, დალაი, დალაი!.. ქარებო, ვაჰ, გვრინი...
დალაი, დალაი!.. მთებო,
ჰე... ვით აკვნებში ჩვილებმა, გამოიღვიძეთ, მკვდრებო!..

სანამდის ღამე დავანდა და ვარსკვლავ-ვარსკვლავ ვქრები,
დავალ დალამულ ფერდობზე დალაბავებულ რქებით!

რამდენჯერ ხვითქი მდენია ფიქრთა თაბაგრულ მკაში,
რამდენჯერ ფხიზლად ვედექი მარადისობას კვალში!

მაგრამ ამაო ყოფილა ამ წუთისოფლის მზენი,
ამიტომ ყოველ გარიჟრაჟს დავმზერი თვალთა ზრზენით!

ვაჰ, დალაი, დალაი!.. ქარებო, ვაჰ, დალაი, დალაი!.. მთებო,
ჰე... ვით აკვნებში ჩვილებმა, გამოიღვიძეთ, მკვდრებო!..
2008 წ.


მერაშე

ჩემი ხელისგულები, - სამსჭვალდასანგულები!
ვნებულ სისხლის წვეთებით, წვეთ-წვეთ ჩამოიწრიტა...
მინდა, ცრემლის ზე დაშთეს, როგორც თასში ზედაშე,
ნეტავ, როგორ ბედავ შენ, დროო, სამერმინდელოვ,
რომ ესწრაფვი, მერაშევ, - თვალებალანთებულთა
მალ რემათა რებულთა ფერუბელო მირაჟებს!
ახლა გიჯობს, იჩქითად, მარცვალ-მარცვალ დაიფშვნე,
რომ ფრთაჩითა ჩიტებმა წამოგკენკონ მიწიდან
ნისკარტების გრუხუნით, ფშვინვა-ფშვინვით იწვი და
ფიქრებს, როგორც დავრიშებს, დაარწყულებ სადამდის?!
სხვათა სულთა სანათის რად გიღირს მკოდოვნება?!
მაინც პწკარ-პწკარ შეგკონავს ახალ საუკუნეთა
პოეზიის მწიფობა და სხვა გაცისკროვნება!
2007 წ.




***
როდესაც მიწა მოიხელრთვება
ჭადრის ტოტების მეწამულ ჩრდილით,
მე ღრმა ძილიდან გამოვერკვევი,
ახლადახელილ თვალებით ჩვილის
და როგორც დედის სახებას ნეტარს,
გაცისკოვნებულს, ცრემლების გვრინით,
მარადისობას წვეთ-წვეთ დავნესტრავ,
დაწყევლილ დღეთა ბედშავ გვირგვინით!
დრო მიდასურად ზის სიუნჯესთან,
მაგრამ ვის ახსოვს?! მაგრამ ვინ ელის?!
და მზე შეუვრდა ზღვის სილურჯესთან,
ვით ქრისტეს ფერხთით მაგდალინელი!
2008 წ.





***
მე აქ ვიყავი, მე აქ ვიომე,
ქროდა ქარი და ჰგავდა ქარიბდას,
გამოიღვიძე, მეაფქიოევ!
გამოიღვიძე, მზე გადალიბრდა!..
გამოიღვიძე, ჩემო კალამო,
რომ ნაცრისფერი შუქი გაჰფანტო,
გზა დაისახე საშაქარლამო,
მუზაყანდო და სიტყვარაფანდო.
გესლს გადმოანთხევ სანამ პალამო,
მსურს, პოეზია შევჰპალავანდო!
მიტირე დედავ, ცრემლებდიდრონო,
სანამ ჯვარს მაცვამს სინედრიონი!
ვხატავ ელატებს, ვით თეთრ კელაპტრებს
და საუკუნოდ ვარ დათარსული,
გაუსაძლისად რად მომენატრე?
ილევა მთვარის ჟამთასასმური.
არა, ამ გრძნობას გულში ვერ ვატევ!
არა, ამ გრძნობას არ აქვს სასრული!
დაჰქრის მარტვილი ქარი ტევრდატევრ...
როგორც ტერენტის ცისფერი სული.
ამ სამარეთა სუსხი მაკმარე!
სანამ სამყაროს მწუხრში თარგავს მზე,
რომ აყირმიზდეს ცის თაღზე მთვარე,
ვით ნათლისმცემლის თავი ლანგარზე!
2008 წ.


3 სიმღერა აფხაზეთს

მე გიმღერი ამ სიმღერას, გულგვამუგლიმ დროთა,
გაიღვიძე, მეგობარო, ხოჯახნობა მძლოკვთა,
- ეს სისხლმოსმიერი ომი დასრულდა და მორჩა!
გაიხედე, იქით ზვღვაა, აფხაზეთი მოჩანს...

მზეთაზეზით მოქარგული, ქარაქანდაქარებული,
თვალნი ცრემლებმონასთული იწრიტება წვეთ-წვეთ...
იწერტება ჩემი გული, აალალაქარდებული,
სიტყვანუგეშქადებული, არვინ არ ჰყავს შემწე!

არც ვინ იყო მესტროლაბე და არც ვინმე გამსაჯარი,
ამიტომაც ქრისტეს ჯვარი აიმტკივნე მკერდქვეშ!
ამიტომაც გაშმაგებით და ხმის წამოყაშყაშებით,
ერთმანეთის კარიბჭენი ვანგრიეთ და ვლეწეთ!..
2008 წ.


პოეტური ორდალია

მიკვირს და ვამბობ: რა მიწამებს უწადინო გულს?!
ან მზემ რიჟრაჟში ნეტავ სული როგორ დალია?!
მე ოდითგანვე შევეგუე ამ ხვედრს ურწანულს,
რომ პოეზია გაძლებაა და ორდალია!
გავყვები გზაწვრილს, მოვიხილავ სივრცეს მეწამულს
და ჩემი სისხლი ამღვრეული იორდანეა!
სანამდის წვეთ-წვეთ, როგორც ნექტარს, დრო ამოსრუტავს
მიწიდან საფლავს, შესაწირი გავმხდარვარ კრავი!
შავი ღრუბლებით ქარი ზეცას რა ამოდ სუდრავს
და მთვარის ქიმზე რად კაშკაშებს ცისკრის ვარსკვლავი?!
2007 წ.



***
ღუღუნებს მტრედი თუ მიჰკივის სივრცეს სონღული?
აღუდღუდებულ დღეთა მიღმა რად მტოვებს მარტოდ?!
განგმირულ ფერდით მოისწრაფვის სიცხადის ლულით
და მთვარის მღულით დადაღული გული დაალტობს
ღამეულ ტატნობს მოღაღანეს ვარსკვლავთა ბმულით,
რომ ჩემი ლოცვით მოლიცლიცე ცრემლნი დავმარცვლო,
ვით ქარიშხალმა ტალღა-ტალღა სილურჯე ზღვების,
მე გადარჩენას არ გთხოვ, ღმერთო, ამის სანაცვლოდ,
დე, შევეწირო, ამ სიუნჯეს, მეფური გზნებით!
ქარო ჩაუქო, არ ჩაუქრო ჩქამჩქამად მჩქროლი
სინათლე სულის, ახანძრებულ თვალებში ღადრად,
ჭეშმარიტ პოეტს არ ჩაუხშო ხმა წინამძღოლის,
რომ ეს ეპოქა კაშკაშებდეს მზის დასადარად!
2008 წ.


***
ოდესღაც შენი ცრემლები, როგორც წყარონი დიდების!
შევსვი მჭელდამჭელ და მზისკენ მივაპყრე უმალ მზერა
და ჭრელად-ჭრელად ბგერების ცად მოჭიკჭიკე ჩიტები
შებოჭა დროის ილინჭამ, რაც მომანიჭა ზენამ!
ვზივარ თებერვლის სახადით და ვით ტყვიების წუილს,
ყურს ვუგდებ დახშულ კარს მიღმა მარადისობის წკმუილს,
წვეთავს, წვეთ-წვეთად, ნოტი-ნოტ, ფიქრები დანაწური
და ჩამოწველა ტოტი-ტოტ მზემ ლოლუების ცური.
2008 წ.


ფაიფურის ჯვარცმა

იქითკენ, სადაც შვლის გულივით მალი-მალ ფეთქავს
გზა, - მფოფინარე მზით მომფენი, ფენიქსის ფრთენი
გავშალე!.. ფიფქავს დღეს ფიქრები სულს რომ მიფეფქავს,
ოჰ, ეს ფიქრები, ჯერ არნახულ ჯვარცმების მთმენი!
კვლავ, ამ შტორმში ვარ მოყოლილი და ალებასტრის
ალბატროსების თან მომყვება ყივილ-ყაშყაში,
შორს ვარსკვლავები კაშკაშებენ ასტრალურ დასტის
და მთვარე წვება დაუმწიფარ კვირტზე ხაშხაშის.
წვეთ-წვეთად წვეთავს ჩემში მაღალ ეპოქის ჩრდილი
და სანამ გული პოეზიით არს დასანგული,
შევუმკე მიწას ჩემი ძვლების ნედლ-ხმელი ჩხრიმლი
და მთელ სამყაროს, როგორც კუბოს, გარშემო ვუვლი...
ხალხს ეგონა, რომ შევიშალე, სმენა დაიხშეს,
რადგან ვაქნევდი ხელის მტევნებს ზევით და ქვევით...
მე კი ჩემს სულში განუწყვეტლად მქროლავ ქარიშხლებს
ვდირიჟორობდი ქუჩა-ქუჩა ამდაგვარ ქცევით.
2008 წ.



პენელოპე

ო, პენელოპე, შენს მარადმწვანე თვალთა ზურმუხტის ხასხასს უადრესს,
ვერ ედრებოდა თვით გაზაფხულიც, სანამდის სული არ მოგიავდრეს!
არ მემეტები დასათმობელად, ჟამმა დაბელა ტრფობის მელოსი,
შენ კი ჩემს გულში, ვით მწიფობელა, ჭიკჭიკებ ჰანგით ასფოდელოსი...
ასე ეულად ვზივარ, სანამდის ქარი ლურჯ ტატანს აატაატებს,
სანამდის ღამე მე კვლავ უკურნავ ფიქრთა კაეშანს მიანდამატებს,
უნდა ვიმღერო მე ეს სიმღერა, რომ მომეზმანო, როგორც მირაჟი,
უდაბნოს ხვატში მარტოდ დარჩენილს, მოარულს შორით პალესტინაში.
გნუკავ, შენ ოდენ, როგორც აროდეს, ამომიჟღერდი სულის სიმიდან
და ჩემს ნატერფლებს, როგორც მჭკნარ ფოთლებს, ქარი გადაჰყრის ხალას სილიდან.
გაპირქუშდება, გაქარვდება, გაქიაქდება ეს სიმარტოვე ბაქან-ბაქან მოხილებული
და რაც ჩემს ტანჯვას არასოდეს არ გადასცდება, ეს მუსიკაა, - პოეზიით მონიჭებული.
მე ჟამთამჭვრეტელ, მე ქართამსხეპელ პეპლებს ჭრელ-ჭრელებს მჭელ-მჭელ გიგროვებ
და ჯადო-ფერ-ფერ კოსმოსში ჰფრენს, ფრთებს სანამ დაჰხრის და გამოგიგლოვებს,
ჩემი შენდამი ცეცხლი ტრფიალის, ეს განთიადის მზეების შერთვა,
ჰგავს მაგ თმის ზეზთა ზესთაკიალით ზელაგზელაგი დღეების ღვენთვას.
ეს ნაგვალავი გულის ალაგი ზურგზე მოვიგდე, როგორც გუალაგი
და ცრემლდამდაგი ღამეთა დანგი, ესე ვარსკვლავთა ნეტარი მანგი,
ტანთ შევიმოსე, ვით იალმაგი და მარადისის ლანძვ-არდაბაგი განიხვნა

მტანჯველ სიზმრების ბანგით, როცა ვაწრთობდი
მაღალ ეპოქას, ვით დავითფერულს ცის გრდემლზე სანგით.
2008 წ.

скачать dle 12.1
ახალი ნომერი
ახალი ჟურნალი
პირადი კაბინეტი
 Apinazhi.Ge