ჩვენს შესახებ
პოპულარული
სტატიების არქივი
გამოკითხვები
რა ტიპის სტატიებს ისურვებდით ?
დათო კაკაურიძე - მოგადიშოს გაბრწყინება (ნაწყვეტი)
დათო კაკაურიძე
მოგადიშოს გაბრწყინება (ნაწყვეტი)
ადამიანი ინდივიდია, იგი თავის პერსონალურდამოკიდებულებებს ყოველთვის ავლენსგანსაზღვრულ დროსა და სივრცეში, ეს განგვარჩევსერთს მეორესგნ, მაგრამ საზოგადოებები რომლებიც ამ ზემოთხსენებული ადამიანების ერთობისგან იქმნება, მაინც შეგვიძლია მივიჩნიოთ ერთფეროვან ჯგუფად, რადგან მათ არა თვითმყოფადი ერთობა, არამედ კოლექტიურიინტერესთა თავსებადობა იზიდავთ, რაც გარე სამყაროსთან კუალიციურიჭიდილის საშუალებას სძენს.
საზოგადოების ამგვარი ფორმა, რიგ შემთხვევებში, ტრადიციულ, სამართლიან, ფსევდორელიგიურ, ეკონომიკურ და. სხვა საზოგადოების ან სულაც გაერთიანებების (მასების) სახეს იღებს, რომელიც ქმნის ერთგვარ ფასეულობებს; დოვლათს, მართლმსაჯულებას თუ ძლიერგარემოს სხვადასხვა ფორმითა და სახით მოხვეულს მთელს საზოგადოებაზე. რამდენად სამართლიანია, რაც მე ტრადიციად ვაქციე სხვამაც გაიზიაროს? ეს სულაც არ წარმოადგენს მსჯელობის თემას, რადგან რაც შენია და რასაცშენ ტრადიციულად აკეთებ, შენივე ენდემია და მას საზოგადოება თუ არ მიიღებს, შენშივე უნდა დარჩესდა არ უნდა მიაღებინო ძალადობით!
მასები ძალიან ცვალებადი და არათანაბარმართლზომიერია მათ, მყიფე ხასიათი აქვს, რაც, რატომღაც, გასაკვირია, რომ საერთოდ სოციალურ ერთფეროვან ჯგუფად ჩამოყალიბდეს, რადგან რიგ შემთხვევაში მათი ცვალევბადობა ხელს უშლის ერთიან, ძლიერ, იდეოლოგიაზედაფუძნებული ჯგუფის ჩამოყალიბებას. მათ არ აქვთ საერთო აზრები და ინტერესები (რიგ შემთხვევებში),ისინი ქაოტურად მოძრაობენ ერთ წრეზე და როდესაც ზოგად საქვეყნო, საკრალური ან კონსპირაციული საკითხები დგება მწვავე კრიტიკულად განსჯისსაგნად, სწორედ მაშინ ერთიანდებიან ერთი მიზნით, მაგრამროგორ შეიძლება ერთიანობა უწოდო იმას, რაც საერთოდ გამორიცხულია. მათ გარდა იმისა, რომ პირადი ინტერესები არ გააჩნიათ, არც ფაქტის მნიშვნელობის სიმწვავე ესმით ერთ მთლიან კონტექსტში. მათ შეუძლიათმხოლოდ ერთი შემოთავაზებული იდეის გაზიარება და ამ იდეის იდეალიზებას ახდენენ, ისიც მხოლოდ განსხვავებული გაგებით.
მასების სიმყიფე არასანდოობაშიც გამოიხატება, მას როგორც ერთიან სხეულს, ფაქტობრივად, ვერ გავიაზრებთ, რადგან ისევ მათ ცვალებად ბუნებას მუდმივობის შეგრძნება იდეალიზების პროცესში არ შეუძლია.
ერთ მზიან ღამეს სურვილი ჩავიფიქრე, როდესაც „ვასკვლავი მოწყდა“ ცას და ულამაზესი რკალიმოხაზა. დილით გაღვიძებული კი რატომღაც აღტაცებულიწამოვდექი მარცხენა ფეხზე, თითები შლოპანცებში გავუყარე და გავეშურესამზარეულოსკენ, იქვე სანამ მივიდოდი არატრადიციულად, რატომღაც ტელევიზორი ჩავრთე და ვხედავ აღტყინებულ განწყობასიმ ფაქტით, რომ „სომალში“ დემოკრატია ერთი პამფლეტისეული წერილით დამყარდა. გახარებული საზოგადოება და მასებიაღტაცებულნი ულოცავდნენ ერთმანეთს საერთოგამარჯვებას. იქ იყო მოქმედი და ძველი ავტოკრატებიც, ინტელიგენციაც, აკადემიური წრეც, გლეხიც და ყველა სოციალური წრე.
თავში გამიელვა უამრავმა კითხვამ, მაგრამ ბედნიერების ალგაზიარებულმა ვერ შევბედე გულს მეკითხა ერთადყველანი როგორ გაბედნიერდა, როდესაც უწინ ყველას კომფორტის ზონა გააჩნდა სხვ დროსა და სხვა თარიღში მაგრამ 2030 წელის26 მაისს, რაც მოხდა ყველასათვის ამაღელვებელი იყო - როგორც ჩემთვის. მაგრამ კითხვები მოსვენებას არ მაძლევდა, თითქოს გადაემტერენ ჩემს აღტყინებასაც, რომელიც ეროვნულ თანხმობად იყო გადაქცეული.
წერილი, რომელიც თავი და თავი იყო ზოგადსაქვეყნო ბედნიერებისა, დაწერეს 2026 წელს და გამოქვეყნდა საიდ აბდილე მუჰამედჰასანის ზედმეტსახელით. ეს ფაქტი თავდაპირველად სომალელმა, უმეტესწილად კი მოგადიშოელიმოსახლეობა შოკში ჩააგდო, რადგან მათი სულიერი მამა და ნამდვილიგამაერთიანებელი ლიდერის სახელი უეცრად მცირეტანიანმა წერილმამათი გაგებით, ბინძურ და ანარქისტულ პოლიტიკაშიამ მეტსახელითცნობილმა ავტორმა წმინდა ადამიანი სიბინძურეში გარია, აქ შევჩერდეთ იმაზე თუ რა დამოკიდებულება გამოავლინა მასებმა მაშინ. მათი გაღიზიანება ალბათიმან გამოიწვია, რომ ერის ზნეობად ქცეულმაპიროვნებამ ლამის სიდიადე წარსტაცადა დააკნინა. მათი გაგებით აბდილეს სახელი მეხსიერებაში უნდა დალექილიყო და მხოლოდ იქ ეცხოვრა და არა მომავალში სიტყვა ეთქვა ხალხისთვის, თუნდაც ჭეშმარიტება. საეჭვოა, რომ აწმყოს გმირი არ არსებოს, ქმნადობის პროცესში მყოფი ინდივიდებიშეფასებას არ იმსახურბენ, რადგან ეჭვის თვალით უმზერს საზოგადოება, ეს მართლაც მისაღები მოცემულობაა, მაგრამ ის, რომ ქმნადობის პროცესს გასცდება და მაინც ვერ ეგუებაახალ სიტყვასმასა, უკვე დამაფიქრებელია რამდენად არის ადამიანის თავისუფლებამზად სიახლეების მისაღებად, ერთგვარ ნაჭუჭში მოქცეული ადამიანური საზრისების ერთობლიობა გზას ვერ იკვლევს ბნელ და წყვდიადით მოცულ ოთახში, მათ იქ ურჩევნიათ კატა დაიჭირონ, ვიდრე კარი გააღონ და სინათლე „შემოუშვან“ ოთახში.
4 წლის შემდეგ ვერ გეტყვით ასეთი ჟრიამული რას მოჰყვა თუ ყველანი ერთ აზრზე იყვნენ მანამდეც? აქ წინა პლანზე პიროვნული თვითმპყრობელობის დაძლევას ვხედავდი, რაც ერთგვარად მესიამოვნა, მაგრამ საშიშროება, რომელიც ამ პროცეს შესაძლოა დამუქრებოდა მაინც იყო, იმ იდეას, რასაც იმ პამფლეტში ყველა გავეცანით, იმდენად პირნათელი და კეთილშობილური საქმეები უნდა მოჰყოლოდა პირდაპირ არა, მაგრამ ავის მოსურნე მეზობელი ეთიოპია, შესაძლოა, მომავალში სათავისოაგენტურის შენიღბვითდამუქრებოდა ახალ, დემოკრატიულ იდეას.
ვინ იცის, რამდენი შენიღბული ერიტრიელი იდგა იმ ჟრიამულის პროცესში გულწრფელად გახარებული დემოკრატიითდა რამდენი ლამობდა ძირი გამოეთხარა საყოველთაო იდეის - ხალხის ხმისათვის!
მეორე დილით რაღაც წარმოუდგენელმა სურვილმა შემიპყრო ისევ წამეკითხაის პამფლეტი, რომელიც რეზონანსულობას ბევრად გასცდა საზოგადოებაში. წერილი მწყობრიდა მარტივად გასაგები ენით იყო დაწერილი, რომელიც ყველა ამბიციურპოლიტიკოსს და საველე პარტიულჯგუფს კანონისთვითმპყრობელობის უფლებას კონსტიტუცია არ მისცემდათუ ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, სადაც ნათლად ეწერა, რომ ძალოვანი, ასევე მართლმსაჯულების სტრუქტურები სრულიად რეფორმირებული უნდა ყოფილიყვნენ და საზოგადოების წინააღმდეგ ვერ გამოიყენებდნენ! წარსულში მყოფი პოლარიზებული, გახლეჩილი ქვეყანა, რომელიც ერთის მხრივ იტალიის პრორექტორატის ქვეშ იყო, მეორეს მხრივ კი ბრიტანეთის, უნდა დაესრულებინა დევნა არასასურველი ადამიანების, რომლებიც მხოლოდ მოგონილი ბრალდებებითდა მტკიცებულებათა გაყალბებითიშორებდნენ გზიდან რათა ერთს დაესრულებინა მეორე, წარსულში ასეც მოხდა, იტალიის პრორექტორატში მყოფი ქვეყნისდასავლეთი ნაწილი დიდ ბრიტანეთს შეუერთდა, რის შემდეგაც 1961 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა სომალმა გაეროს მიერ დადგენილ საზღვრებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას პამფლეტში ავტორი დეტალურად და მწყობრად უყალიბებდა ქვეყნისპოლიტიკური ვექტორის და დემოკრატიული პროცესის აუცილებლობას სომალშიდა ამისთვის დახმარებასსთხოვდა. იგი შენიშნავდა, რომ აუცილებელი იყო პოლიციურისტრუქტურა სრულიად ჩამოშორებოდა მმართველ პარტიას უცილობლად, რადგან არ გამხდარიყო პოლიტიკურისპეკულირების მახინჯიინსტიტუტი და განმარტავდა თუ როგორ წარმოედგინაამ ინსტიტუციის რესტავრაციის პროცესი: ისინი ვეღარ აირჩევდნენ და ვერ დაამტკიცებდნენ (მმართველი პარტიით მხოლოდ) მინისტრს, რომელიც პოლიტიკურ იარაღად იყო ქცეული დამოუკიდებლობის პერიოდიდან, ეს სტრუქტურა საკმაოდ ელასტიურიც იყო, მათ შეეძლოთ სახელმწიფოებრივი ინსტიტუციის ჩამოშლის შემთხვევაში შავ სამყაროსთან ასიმილირება (რომლებსაც სომალელი მეკობრეების სახელით ვიცნობთ) და კორუფციულ გარიგებებში შესვლაამ ინსტიტუციასთან, ასევე პოლიტიკურ იარაღად იქცეოდნენ მთავრობების ხელში. პოლიციელები არბევდნენ აქციებზე ხალხს, როდესაც ისინი, სულაც, კანონს არ არღვევდნენ, მაგრამ ბრძანებას ასრულებდნენ, ისიც აღსანიშნავია, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობდა, ისინი ღირსეულადაც იქცეოდნენ, ეს ერთის მხრივ ცუდსა და კარგ ტენდენციაზე იყო დამყარებულიდა სწორედ ეს განაპირობებდა მათ ლავირებას, როდესაც სახლმწიფოში ინსტიტუციები ძლიერდება კანონიც თავის ადგილზეადა პოლიციელიც, იქამდე, სანამ სომელელი ხალხი არ გაისისხორცებდა ნამდვილსახელმწიფოებრივ არა თვითმპყრობელობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოსარსს, მანამ ვერ შედგებოდა ასეთი სახელმწიფო, აქ კი ყოველთვის გამოჩნდებოდა ყველაფრის ამრევი ძალა.
ძალოვანი სტრუქტურის რეფორმაცია მხოლოდ მინისტრის დასავლური, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეიძლებოდადანიშნულიყო, რათა არ ესარგებლაამა თუ იმ პოლიტიკურპარტიას ძლიერი, ძალოვანი სტრუქტურის ხელში ჩაგდებით და სათავისო ინტერესების გატარებით. ევროპული სამართლის კომიტეტები კი ღიად და გამჭირვალედ უზრუნველყოფდნენ კანდიდატების შესწავლას და მათ მიერ რეკომენდირებულ პირს წარუდგენდნენ პარლამენტს.
ავტორი აღნიშნავდა, რომ არასამთავრობო სექტორიდან, კანდიდატები უნდა აერჩიათ იმ ხალხს, ვინც თავად საზოგადოებამ აირჩია, საკუთარ ქალაქებსა თუ ოლქებში შერიფებად და აი აქ რომ არ გამოეჩინა ძალოვან ინსტიტუციას სიმყიფე, სრული საველე ოპოზიციური მხარდაჭერის თანხმობით უნდა შემდგარიყო პროცესი, რომელიც ევროპულისამართლის ინსტიტუციებიდან რეკომენდირებული კანდიდატი იქნებოდა, რომელსას სრული პარლამენტის მზაობის შემთხვევაში დამტკიცდებოდა! ძალოვან სტრუქტურას და მართლმსაჯულების სამინისტროს გამოეყოფოდა პროკურატურა, რომელიც იქნებოდაწარმოდგენილი ევროპული ინსტიტუციების აკრედიტაციით აღჭურვილიარასამთავრობო ორგანიზაციიდან წარმოდგენილი კანდიდატებით და ის უნდა დაემტკიცებინა ასევე პარლამენტს. ამრიგად, გამოირიცხებოდა ყოველგვარი საზოგადოებრივი თავდასხმები, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ სასამართლო ინსტიტუცია მაინცდგებოდა მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების მინისტრი არ იყო პოლიტიკურიორგანო მოსამართლისკეთილსინდისიერებას ის მაინცვერ გააკონტროლებდა, რადგან უვადოდ დანიშნული მოსამართლეები ხელშეუხებლად მოსჩანდნენ და ამიტომაც უნდაგაუქმებულიყო სასამართლო-მონარქისტული წესი. სიტყვის გამოხატვის თავისუფლების გამო ხელისუფლების ხელშიძალოვანი სტრუქტურიდან მხოლოდ სამხედრო ნაწილი რჩებოდა, რომელიც ვერ ჩაერეოდა შიდა საზოგადოებრივი (პოლიტიკური შეკრება და სხვა) წესრიგის დამყარებაში თუ ის არ გადაიზრდებოდა აგრესიულ ან შეიარარებულდაპირისპირებად. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ვერ ნიშნავდა ძალოვან და მართლმსაჯულების მინისტრებს, ის მაინც ექვემდებარებოდა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელიც არაპოლიტიკურად მოტივირებული საკითხებისსახელმწიფოებრივი უსაფრთხოების დასაცავად ემორჩილებოდა მთავრობას. ძალოვანი მინისტრი ნებისმიერი (პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური) ძალის გადამეტების შემთხვევაში ვალდებული იყო პარლამენტის წინაშე წარმსდგარიყო და კითხვებზე პასუხი გაეცა.
პროკურატურის საქმიანობა ყოველწლიურად ევროპულ სასამართლოში უნდა განეხილათ, რათა კანონის უზეაესობა არ დარღვეულიყო. გარდა ამ ორი სახელმწიფო ინსტიტუტისა, პრეზიდენტი, რომელიც ერთგვარ „კონსტიტუციურ მონარქს“ ემსგავსებოდა, მისი სახელმწიფო ინსტიტუციის საჭიროება აღარ იყო, ამით კი ბიუჯეტი თანხებს დაზოგავდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაუქმებით.
ყველაზე მთავარი ადამიანისთვის სიტყვის გამოხატვის თავისუფლებააუნდა იგრძნოს ყველა ადამიანმა, რომ თავისუფალია იქამდე, სანამ სხვის თავისუფლებას და უფლებებს არ არღვევს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გააზრება თუ რა არის მოქალაქის სიტყვადა აქვს თუ არა მის სიტყვას ძალა, რა თქმა უნდა, კი და ეს იმით მტკიცდება, რომ მხოლოდ მის ხმას შეუძლია მთავრობების არჩევა ლეგიტიმურად და მხლოდ ისაა ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო! მაგრამ რატომ გამოდის ხალხი ქუჩაში არჩევნების შემდეგ? ეს შეიძლება ერთგვარი რეაქციული ნაბიჯიც იყოს,რომელიც მის როგორც უმცირესობაში მყოფი ამომრჩეველთა გუნდის მიზეზით იყოს გამოწვეული, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში როგორც სომალში ხალხის ხმა რომ არ ასახავს არჩეულთა არჩევანს, ამას აპროტესტებს ადამიანები, ამ არაკონსტიტუციურ მიზანს ხშირად მოქმედი მთავრობების მიერ ამომრჩეველთა კომიტეტის ხელით აღწევენძალაუფლების ზეგავლენით, უარესი კი ისაა, როდესაც ამომრჩეველთა ხმების დათვლის კომიტეტსმთავრობის მესვეურები ირჩევენ ამიტომ ა.ხ.დ.კ. სრულიად უნდა განთავისუფლდეს მთავრობის ზეგავლენისგან და მას ძლიერი ევროპული აკრედიტაციის მქონე არასამთავრობო სექტორიდან ირჩეოდესისევ ევროპულირეკომენდაციით პარლამენტში სრული ოპოზიციური მზაობისშემთხვევაში.
ახალი სტატიები
დალილა ბედიანიძე - ლექსები 05:14ეთერ სადაღაშვილი - თურქული პოეზიის თარგმანი 05:10ნინო დარბაისელი - ლექსები 05:01ბექა ახალაია - ლექსები 04:56გია ხოფერია - წარსულის ღია ფანჯრები 04:52ნანული კაკაურიძე, ირაკლი ცხვედიანი - მხატვრული აზროვნების რემითოლოგიზაცია: მეთოდოლოგიური პრობლემები 04:50ვალტერ ბენიამინი - დოსტოევსკის „იდიოტი“ (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე) 04:45ფისო ნავროზაშვილი - ვინ დაწერა „დათა თუთაშხია“ და ფიესტა ქუთათურად 04:39
პირადი კაბინეტი
სხვადასხვა
ქეთი დუღაშვილი - ლექსები
ერეკლე ბეჟუაშვილი - ტიბეტური საგანძური (ნაწყვეტი წიგნიდან)
ინგუ ჭუმბურიძე - ლექსები
რაულ ჩილაჩავა - ლექსები
იოსებ ჭუმბურიძე - განკვირვება და გულ-ზრახვა*
ლუკა ბაქანიძე - ორი ნოველლა
კარლ იასპერსი - შიზოფრენიისა და შემოქმედების კავშირი (თარგმანი - ნუგზარ კუჭუხიძე)
სოფიო ღლონტი - ლექსები
თეიმურაზ ლანჩავა - ლექსები
ზაალ ებანოიძე - წყალგაღმიდან მოიწერე